პლასტიკური ბარათი არის ორი სახის: სადებეტო და საკრედიტო. სადებეტო ბარათზე მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თანხის განთავსება. ძირითადად ბარათზე ოთხი სხვადასხვა ვალუტის ანგარიშია მიბმული: ლარი, აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი და ევრო. შესაძლებელია რომელიმე სხვა ვალუტის დამატებაც. საქართველოში ძირითადად Visa ან Mastercard ტიპის ბარათები გამოიყენება. პლასტიკური ბარათით შესაძლებელია ნებიემირი სახის საბანკო ოპერაციის წარმოება - თანხის ჩარიცხვა, განაღდება, გადახდა, კონვერტაცია და ა.შ. თითქმის ყველა ბანკის ბარათით სარგებლობისას გადასახდელია ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური  საკომისიო და ბარათის წლიური ღირებულება. საკომისიოს მოცულობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ბარათის ტიპზე, მომხმარებლის სახელფასო პირობებზე და სხვა.