ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისთვის ტრენინგების ციკლი ჩაატარა. შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან საქართველოს 6 დიდ ქალაქში გაიმართა.

ეკონომიკური დებატები

დებატები ეკონომიკურ და საბანკო თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით მიმდინარეობს და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ერთვებიან. პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ დებატებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, უკეთ შეძლონ გუნდურად მუშაობა და გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკურ საკითხებზე.

საკონსულტაციო ცენტრი

საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ უფასო კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტების პირობებისა და პროცედურების შესახებ. საკონსულტაციო ცენტრი ორი მიმართულებით მუშაობს: განაცხადების მიღება და შეხვედრები რეგიონებში. დასაკავშირებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე 240 05 05

მედია სკოლა

პროექტის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე უძღვება.

კვლევითი ცენტრი

კვლევითი ცენტრის მიზანია საზოგადოებისთვის მომზადდეს საბანკო სფეროს და ეკონომიკურ თემების  შესახებ კომპეტენტური დასკვნები, რომელიც განხილვისთვის წარედგინება მედიას და ანალიტიკოსებს.