გიორგი კეპულაძე

დამფუძნებელი/გამგეობის თავმჯდომარე

გიორგი კეპულაძე „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის გამგეობის თავმჯდომარის  თანამდებობას 2013 წლის დეკემბრიდან იკავებს. მან მიიღო  საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წლიდან გიორგი სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა. იყო კორესპონდენტი ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-ში და საზოგადოებრივ მაუწყებელში.

2009 წლიდან 2013 წლამდე გიორგი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში  დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მიღებული აქვს რამდენიმე დიპლომი და სერტიფიკატი სხვადასხვა საერთაშორისო სემინარებში და კონფერენციებში მონაწილეობისთვის,  არის ღირსების ორდენის კავალერი.

 

ანი ალიბეგაშვილი

საბანკო პროდუქტების ექსპერტი

ანი ალიბეგაშვილი საბანკო პროდუქტების ექსპერტის პოზიციაზე "საზოგადოება და ბანკების" გუნდს 2016 წლის თებერვლიდან შემოუერთდა. ანის საბანკო სექტორში მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება აქვს. მას კრედიტ ოფიცრის, პროცესინგის სამსახურის - რეგიონული მენეჯერისა და ფილიალის მმართველის პოზიციები ეკავა.

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანული ენისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. გოეთეს ინსტიტუტში მიღებული აქვს ენის კომპეტენტურად გამოყენების სერტიფიკატი.

 

თათია დიასამიძე      

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

თათია დიასამიძე „საზოგადოება და ბანკების“ გუნდს 2017 წლის ოქტომბრიდან შემოუერთდა. დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლა. 

2013 წელს მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, ხოლო 2016-2017 წლებში ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურში, ჟურნალისტის პოზიციაზე. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ,,PR სკოლის"  კურსი გაიარა. 

 

              

ანა ბეროშვილი

ფინანსური მენეჯერი

ანა ბეროშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა.

მუშაობდა რადიო „ჰერეთში“ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ასევე საქართველოს ბანკში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. ანას გავლილი აქვს მართვის აკადემიის და IREX-ის გრძელვადიანი ტრენინგი „მედია გაყიდვების“ მიმართულებით. იგი „საზოგადოება და ბანკებში“ 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს.