ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა - კობა გვენეტაძემ - ეკონომიკურ მედია სკოლის მონაწილეებს უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარი თემა მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვა იყო. შეხვედრის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.
ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.