21-22 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ და „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო განვითარებისთვის“ წარმოგიდგენთ საერთაშორისო საფინანსო კონგრესს, თემაზე საქართველოს განვითარების სტრატეგია. კონგრესი არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის სიმულაცია, რომელშიც ჩართული არიან:

 

  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, დონორები
  • საქართველოს მთავრობა 
  • ქართული საბანკო სექტორი
  • არასამთავრობო სექტორი და ექსპერტული წრეები

კონგრესის მონაწილეები:

  • განიხილავენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას
  • წარადგენენ პროექტებს პრიორიტეტული დარგების მიხედვით
  • აფასებენ ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას

კონგრესის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 22 მაისს სასტუმროში Holiday Inn Tbilisi. პროექტში მონაწილეობა უფასოა და ყველა დელეგატი დაჯილდოვდება სპეციალური სერტიფიკატით.

კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: congress@sab.ge

ან „საზოგადოება და ბანკების“ ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე facebook.com/SocietyAndBanks

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 6 მაისი. კონგრესის დელეგატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 240 05 05