არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ეკონომიკური მედია სკოლის მეოთხე ნაკადის მიღებას იწყებს. მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება.
ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მედია საშუალების ხელმძღვანელისგან ჩვენს ელექტრონულ მისამართზე mediaschool@sab.ge 2015 წლის 20 ოქტომბრამდე. იმისთვის, რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.
მედია სკოლა 20 მსმენელს მიიღებს, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება. „საზოგადოება და ბანკები“ პროექტს „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს.