„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლას Galt & Taggart-ის ხელმძღვანელი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ლარის გაუფასურების მიზეზები იყო. არჩილ გაჩეჩილაძემ შეხვედრის განმავლობაში ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 21 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 20 მედია საშუალებას წარმოადგენენ.