არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ეკონომიკური მედია სკოლის მესამე ნაკადის მიღებას იწყებს. მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება.
ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მედია საშუალების ხელმძღვანელისგან ჩვენს ელექტრონულ მისამართზე mediaschool@sab.ge 2015 წლის 31 მარტამდე. იმისთვის, რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსენელი, აუცილებელია მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.
მედია სკოლა 20 მსმენელს მიიღებს, რომელთა შერჩევა კონკურსის წესით მოხდება.