ეკონომიკურ მედია სკოლას ლიბერთი ბანკის ფინანსური დირექტორი ვატო ბაბუნაშვილი ეწვია. სტუმარი მსმენელებს ფინანსური სისტემის ისტორიაზე და მისი მუშაობის პრინციპებზე ესაუბრა. ვატო ბაბუნაშვილმა ქართული საბანკო სექტორიც მიმოიხილა და ჟურნალისტებს საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის მოდელიც გააცნო. სტუმარმა მსმენელების კითხვებსაც უპასუხა. ეკონომიკური მედია სკოლის მე-18 ნაკადში სხვადასხვა მედია საშუალების 17 წარმომადგენელი სწავლობს.
ლიბერთი ბანკი უკვე წლებია ეკონომიკური მედია სკოლის მხარდამჭერია. პარტნიორობის შედეგად სკოლა 350-ზე მეტმა ჟურნალისტმა დაასრულა, რომლებმაც სპეციალური კურსით ეკონომიკური და ფინანსური განათლება აიმაღლეს. ლიბერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.