საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის მეჩვიდმეტე ნაკადის მიღებას იწყებს!
ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური და ეკონომიკური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - info@sab.ge, 2022 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

ეკონომიკური მედია სკოლის მხარდამჭერია ლიბერთი ბანკი.