ეკონომიკურ მედია სკოლას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე ესტუმრა. გიორგი ქადაგიძე მსმენელებს  საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და მისი პოტენციალის შესახებ ესაუბრა. აგრეთვე განიხილა  სხვადასხვა მიმდინარე საკითხები, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.

ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“  გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.