საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 89 270 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად  მსესხებლების საპროცენტო განაკვეთი იგივე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 4 349 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 მაისიდან 1 ივნისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4 950-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 4 134  მილიონიდან 4 349 მილიონ ლარამდე.

89 270 ხელშეკრულებიდან 24 250 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 526 45 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივნისის მდგომარეობთ 13.83% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივნისის მონაცემებით 31 900 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.65%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1 366.97  მილიონი ლარია.

29 420 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2 213.08 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 815 35 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.38%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივნისის მონაცემებით 1 397.72 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.58%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივნისის მონაცემებით 860 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 13 405 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.62%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 840 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 230.06 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივნისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 36 34%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1 953 მილიონი ლარით, ხოლო

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, რეფინანსირების განაკვეთის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, როგორც ფულადი გზავნილების, ასევე ექპორტის კუთხით, ივლისში რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის ფონზე, მოსალოდნელია რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მოსალოდნელთან შედარებით შემცირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებელი, აღემატება სამიზნე მაჩვენებელს (ივნისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია), ასევე, ივლისში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში განაგრძობს გაუფასურებას და გამკაცრებული რეგულაციების ფონზე კვლავ გაძნელებულია მოსახლეობისთვის ფინანსებზე წვდომა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ ნიშნულზე  შენარჩუნება მიზანშეწონილია.