ეკონომიკურ მედია სკოლას ,,საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ესტუმრა. არჩილ გაჩეჩილაძემ საქართველოს ბანკის ახალ პროექტებზე, ასევე, კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. 

მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.

ეკონომიკური მედია სკოლის პროექტს ,,საზოგადოება და ბანკები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.