საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის მერვე ნაკადის მიღებას იწყებს!
ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.
ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მედია საშუალების ხელმძღვანელისგან ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - mediaschool@sab.ge 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. იმისთვის რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია, მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.
„საზოგადოება და ბანკები“ პროექტს „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს.