არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების მედია სკოლის მეექვსე ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს გიორგი ბაქრაძე და მოწვეული ექსპერტები ატარებდნენ, რომელთა შორისაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იყო.

ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს.

პროექტი ლიბერთი ბანკთან ერთად ხორციელდებოდა. სკოლის მეექვსე ნაკადი 21 ჟურნალისტისგან შედგებოდა. „საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური მედია სკოლა მეშვიდე ნაკადის მიღებას გაზაფხულიდან დაიწყებს.