ვიწყებთ ეკონომიკური მედია სკოლის მეხუთე ნაკადის მიღებას!
ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მედია საშუალების ხელმძღვანელისგან ჩვენს ელექტრონულ მისამართზე mediaschool@sab.ge 2016 წლის 25 მარტის ჩათვლით. იმისთვის, რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.
მედია სკოლა 20 მსმენელს მიიღებს, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება. „საზოგადოება და ბანკები“ პროექტს „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს.