სასტუმრო Holiday Inn-ში „საერთაშორისო საფინანსო კონგრესის“ მოდელირება გაიმართა. კონგრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის სიმულაციაა. მასში საქართველოს 10-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან, 120-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის პრინციპის შესახებ.
დელეგატებმა ჯგუფური სამუშაოების მსვლელობისას სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს. საბოლოოდ კი საქართველოს განვითარების სტრატეგია ოთხი მხარის (საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, საბანკო და არასამთავრობო სექტორის) ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავეს. კონგრესის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
პროექტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა.