ეკონომიკურ მედია სკოლას ჟურნალ ფორბსის მთავარი რედაქტორი, გადაცემა "ბიზნეს კონტაქტის" და "საქმიანი დილას" პროექტების მენეჯერი გიორგი ისაკაძე ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა "ბიზნეს მედია საქართველოში" იყო. გიორგი ისაკაძემ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეოთხე ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა მედიასაშუალებას წარმოადგენენ.
მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.