2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით ინფლაციის მაჩვენებელია 5.2%, რომელიც 0.2%-ით აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. ინფლაცია განისაზღვრება სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და მის რეგულირებაზე პასუხისმგებელია ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუტი (საქართველოს შემთხვევაში ეროვნული ბანკი). ეფექტური მონეტარული პოლიტიკის წარმართვა ქვეყანაში ხელს უწყობს ეკონომიკის სტაბილური გარემოს შენარჩუნებას, უმუშევრობის დონის კონტროლს, აისახება საპროცენტო განაკვეთებზე და ახდენს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას გრძელვადიან პერიოდში. განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით განვითარებად ქვეყნებს ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებლები ახასიათებს.
გაეცანით კვლევას სრული სახით მიმაგრებულ ფაილში .
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.