იმისათვის რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს მოქნილი საგარეო შოკებისაგან საჭიროა ეკონომიკის დივერსიფიცირება სხვადასხვა დარგების მიხედვით. ეკონომიკის დარგების განვითარების მიზნით, სასურველია მცირე და მსხვილ ბიზნესზე ორიენტირებული, ისეთი სახის პროგრამების შემუშავება, რომლებიც დღეს არსებული პროგრამებისაგან განსხვავებით ნაკლები ბარიერებით და რეგულაციებით იქნება შემოსაზღვრული. შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები უნდა მოიცავდეს რეგიონების განვითარების გეგმას და უნდა უზრუნველყოფდეს სამთავრობო სექტორის მიერ კერძო სექტორის დაინტერესებას შემცირებული გადასახადებით ან სხვა სახის შეღავათებით. მიზანმიმართული სამთავრობო პოლიტიკა ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკური აქტიურობის ზრდას.
„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს რომ უნდა ჩატარდეს კვლევა რეგიონების დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამომწვევ მიზეზებზე, რომელიც მოიცავს, როგორც ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე შეზღუდულობას, ასევე ადგილობრივი მუშახელის დაბალ კვალიფიკაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობას.
გაეცანით მიმაგრებულ ფაილში საბანკო სექტორის მიმოხილვის შესახებ კვლევას სრული სახით.
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.