„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლას ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე ესტუმრა. შეხვედრის მთავარი თემა საცალო საბანკო მომსახურება იყო. გიორგი არველაძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც შეეხო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. სკოლის მეორე ნაკადი 21 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 20 მედია საშუალებას წარმოადგენენ.
მედია სკოლა, სასწავლო კურსის განმავლობაში, სხვა მოწვეულ ექსპერტებსაც უმასპინძლებს.