არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლის წარმატებით დასრულებისთვის, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ჟურნალისტებს სერტიფიკატები ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენთის“ (Junior Achievement) პრეზიდენტმა ლანსელოტ რ. ფლეტჩერმა გადასცეს.
სასწავლო კურსი, რომელიც სრულიად უფასო იყო, 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება იყო. ტრენინგებს „ჯუნიორ ეჩივმენთის“ (Junior Achievement) ტრენერები და მოწვეული ექსპერტები ატარებდნენ. ჟურნალისტებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლეს.
პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენთთან“ (Junior Achievement) ერთად ხორციელდებოდა, რომელსაც ეკონომიკური განათლების კუთხით თითქმის ასწლიანი გამოცდილება აქვს.

ფოტოები