ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში" არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" ორგანიზებით ქართული და საერთაშორისო მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
საბანკო-საფინანსო სექტორის როლზე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესაუბრა. მონაწილეებმა საქართველოში არსებული პრობლემური სესხების თემაზე პრეზენტაციაც მოისმინეს. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები" ჟურნალისტებს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ეკონომიკური მედია სკოლის ჩამოყალიბებაა.
სემინარში 30-ზე მეტი ქართული და უცხოური მედია საშუალება მონაწილეობდა