„საზოგადოება და ბანკებისა“ და რუსთავი 2-ის ერთობლივი პროექტი „რჩევები მომხმარებლებს“ დაბრუნდა გადაცემაში "სხვა შუადღე" სასარგებლო რჩევებით საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ.
განახლებული ფორმატის ფარგლებში, მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ადამიანის ისტორიას მიმდინარე და აქტუალურ საბანკო თემებთან დაკავშირებით.
პირველი გადაცემის თემა - თავდებობა.
▶ რას ნიშნავს თავდებში დადგომა?
▶ რა პასუხისმგებლობა აქვს თავდებს?
▶ როგორ შეიძლება გავთავისუფლდეთ თავდებობისგან?
▶ რამდენად მნიშვნელოვანია თავდებობის პრობლემა და როგორ შეიძლება გადაიჭრას ის?