არასამთავრობო ორგანიზაციამ "საზოგადოება და ბანკები" ჩაატარა კვლევა, იმის დასადგენად თუ რამდენად შეესაბამება კომერციული ბანკების მიერ რეკლამაში მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს და რამდენად არის მორგებული მომხმარებლის ინტერესებზე რეკლამაში გაჟღერებული ინფორმაცია. 
კომერციული ბანკების მიერ ბოლო 3 თვის მანძილზე განხორციელებული სარეკლამო აქტივობის მონიტორინგი განხორციელდა, როგორც მედიაში, ასევე ინტერნეტ სივრცეში (იგულისხმება ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, სოციალური მედია, გარე რეკლამა და სხვადასხვა ინტერნეტ პორტალი). აღსანიშნავია, რომ ბანკები საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავენ მარკეტინგში. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა დადებითი ტენდეცია იმისა, რომ რეკლამების საშუალებით მომხმარებლებს უფრო მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე წინა წლებში.

გასულ წლებთან შედარებით გამოიკვეთა ტენდენცია ინფორმაციული სახის სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებით. ბანკები საზოგადოებას აღარ სთავაზობენ 0%-იანი განვადების რეკლამებს, თუმცა ახლა ამ ინფორმაციას ტექნიკის მაღაზიები ავრცელებენ და სწორედ მათი საშუალებით ებმევა მომხმარებელი ე.წ საკრედიტო მახეში. საბანკო სექტორის სარეკლამო რგოლები შეიძლება ერთი შეხედვით საკმაოდ შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ ისინი ყოველთვის არ იცავენ მომხმარებლის ინტერესს.

გაეცანით კვლევას სრულად მიმაგრებულ ფაილში

"საზოგადეობა და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევის სანახავად გადადით ამ ბმულზე